მარტივად, ეს კანონი არ არის კარგი – ჰერჩინსკი რუსულ კანონზე

დღეს, 11 აპრილს, თორმეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ სტატუსმეტრის ანგარიში წარადგინა, რომლის მიზანია შეაფასოს ქართული ოცნებისთვის ევროკომისიის მიერ გაწერილი 9 სარეკომენდაციო პუნქტის შესრულების პროგრესი.
სტატუსმეტრის წარდგენას ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ც ესწრებოდა. ჰერჩინსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული ოცნების მიერ ხელახლა რეგისტრირებული რუსული კანონპროექტი არასამთავრობო სექტორის გამჭვირვალობაზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს ევროკომისიის მიერ შედგენილ ანგარიშზე.
ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეკომენდაციების გაცემიდან, უკვე 5 თვე გავიდა და საქართველოს დრო ეწურება აღნიშნული რეფორმების გასატარებლად და 9 პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად.
“საბოლოოდ თქვენზეა დამოკიდებული, გადაწყვიტოთ თუ რა მიმართულებით გსურთ თქვენა ქვეყანამ განაგრძოს” – განაცხადა ელჩმა.
ჰერჩინსკიმ ასევე აღნიშნა, რომ სიტყვისა და მედიის თავისუფლება არსებითად მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის და კანონპროექტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” არც ევროპულია და არც ამერიკული – “მარტივად, ეს კანონი არ არის კარგი” – თქვა ჰერჩინსკიმ
აღსანიშნია, რომ ევროკომისიის მიერ 2023 წლის 8 ნოემბერს გაცემული 9 სარეკომენდაციო პუნქტიდან, 7 ჯერ კიდევ შეუსრულებლად რჩება – ხოლო არსებულ ორში, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალ არსებობას, ევროკავშირისა და მისი ღირებულებებისადმი დეზინფორმაციასთან ბრძოლას გარკვეული პროგრესია – ამ დასკვნამდე მივიდა სამოქალაქო საზოგადოების ფონდი.

2023 წლის 8 ნოემბერს საქართევლოს ხელისუფლებამ ევროკომისიისგან მიიღო 9 პუნქტიანი სარეკომედაციო გეგმა, სადაც საუბარი იყო იმ პირობებზე, რომელიც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად სჭირდებოდა – გასული წლის დეკემბერს, ევროკომისამ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.