მარტვილში, წაჩხურუს მთის ფერდობზე ხანძარია.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ეკალ-ბარდს უკიდია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან და მიმდინარეობს ცეცხლის ლიკვიდაციის სამუშაოები.
