მარტვილში, ბალდის კანიონის მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს

მარტვილში, ბალდის კანიონის მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს. “ბალდის მცველები” მარტვილის მერიასთან შეიკრიბნენ.
ადგილობრივების გარდა, აქციაზე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული აქტივისტები იმყოფებიან, რომლებიც ბალდელებს სოლიდარობას უცხადებენ.
შეკრებილები, ასევე, მუქარის ბრალდებით დაკავებული მათი თანამოაზრის გათავისუფლებასაც მოითხოვენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, აქციის დასრულების შემდეგ, ბალდაში გადაინაცვლებენ, სადაც კანიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივებს პროტესტის ნიშნად კარავი აქვთ გაშლილი.
ბალდაში კანიონზე სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული “კანიონ 350” აწარმოებს. ამ ეტაპზე მუშაობა შეჩერებულია.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – კობახიძე ევროპას გამოჯანმრთელებას უსურვებს, როცა მისი განცხადება სიჯანსაღით არ გამოირჩევა, ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან ცეცხლთან თამაშია – „ოცნება“ მიჰყვება გეგმას, რომელიც მარტო ადგილობრივი წარმომავლობის არ არის

პროკურატურა – ბრალი წარედგინა დანაშაულებრივი ჯგუფის 12 წევრს, რომელთაც მრავალჯერადად მიმართეს „სოფლის განვითარების სააგენტოს“ და ყალბი დოკუმენტების საფუძველზე სააგენტოსგან მიღებულ დიდი ოდენობით თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ