მარტვილის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის დირექტორმა დავით ყურუამ თანამდებობა დატოვა. შესაბამისი განცხადებით მარტვილის მუნიციპალიტეტის მერს დღეს მიმართა. როგორც ყურუა წერს, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ამ პოზიციაზე დარჩენა მიუღებლად მიაჩნია.

“მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩემს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ გარკვეულ წილად საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია. ყოველი ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მინდა უპირველეს ყოვლისა მივმართო იმ ადამიანებს, ვისთანაც გარკვეული წლების განმავლობაში მქონდა სამსახურეობრივი შემხებლობა როგორც, თანამშრომელს და ასევე როგორც ხელმძღვანელს, მადლობა ყველას დაწყებული დამლაგებლის პოზიციიდან დამთავრებული ხელმძღვანელობამდე.მადლობა ნდობისთვის, ურთიერთობისთვის, თქვენს მიერ გაწეული შრომისთვის, რომელმაც საერთო საქმეს არაერთი წარმატება მოუტანა.

ყველას მოსაზრებას პატივს ვცემ, მიუხედავად იმისა მისაღებია თუ არა ჩემთვის. ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩემთვის როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის დირექტორის პოზიციაზე დარჩენა მიმაჩნია მიუღებლად… საქართველო გაიმარჯვებს… საქართველოს გარუსება ვერ მოხდება!

საქართველო გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი ოჯახის წევრი”- წერს ყურუა.

ასევე დაგაინტერესებთ

რიკარდ იოზვიაკი – ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის არაპოპულარულია – იტალიის ხელმძღვანელობით, დაახლოებით 8 წევრი წინააღმდეგ გამოვიდა და განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობას მიაყენებს ზიანს

გია ხუხაშვილი – 4 ოქტომბერი ვაქციოთ ხელისუფლების იძულების დღედ, ცხელ კვალზე უნდა დავიჭიროთ – არ მივცეთ უფლება, გამოიტანოს დახატული ოქმები, უბნებზე 100 000 კაცი რომ გადანაწილდება, ვნახავთ, რამდენი პოლიციელი ჰყავთ ჩვენს საცემად