მარტა კოსი – იმ ქვეყნებთან დაკავშირებით, სადაც დემოკრატიული უკუსვლაა, განსხვავებული მიდგომა უნდა გვქონდეს – პირველად ისტორიაში, ჩვენს გაფართოების პროცესს გარე დესტრუქციული ძალები უპირისპირდებიან

იმ ქვეყნებთან დაკავშირებით, სადაც დემოკრატიული უკუსვლაა, ჩვენ განსხვავებული მიდგომა უნდა გვქონდეს, – ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.
შეკითხვაზე, თუ რა უნდა მოიმოქმედოს ევროკავშირმა იმ კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით, სადაც დემოკრატიული უკუსვლაა, კერძოდ, საქართველოს, თურქეთისა და სერბეთის შემთხვევაში, მარტა კოსმა უპასუხა, რომ ევროკავშირს განსხვავებული მიდგომა უნდა ჰქონდეს.
„ჩვენ განსხვავებული მიდგომა უნდა გვქონდეს. ვეთანხმები იმას, რომ ეს ევროპის გამოცდას წარმოადგენს. პირველად ისტორიაში, ჩვენს გაფართოების პროცესს გარე დესტრუქციული ძალები უპირისპირდებიან, რომელთაც ჩვენი წარუმატებლობა სურთ. არ ვამბობ იმას, რომ ყველაფერი გარედან ხდება, მაგრამ ვიცით, რომ რუსული გავლენა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებშიც არსებობს“, – განაცხადა მარტა კოსმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – ბავშვი მხოლოდ მკვლელის ტყვიამ არ იმსხვერპლა, ის სახელმწიფოს გულგრილობამ და სისტემურმა უმოქმედობამ იმსხვერპლა – არც გარდაცვლილი ბავშვი და არც მკვლელი ჩემთვის უცხო ადამიანები არ არიან და ამის ბინძურად გამოყენებას ცდილობენ

ლელა ჯეჯელავა – მნიშვნელოვანი ეკონომიკური ობიექტის, ყულევის სანქციას „ჩალის ფასი“ ნამდვილად არ ექნება – ნავთობექსპორტიორი ქვეყანა რუსეთი იმპორტზე საუბრობს და ჩვენ რა მდგომარეობაში აღმოვჩნდებით? – ჩამოსანგრევად განწირული!