კოსმოსიSci-Techმეცნიერება
მარსის ზედაპირის ქვეშ ძველი მდინარის სისტემის კვალს მიაგნეს
ფოტო: NASA/JPL/UCLA/UiO/ETH Zurich
13
წაკითხვა
NASA-ს მავალი Perseverance მარსზე არსებულ იეზეროს კრატერს იკვლევს, რომელშიც ადრე ტბა და მდინარის დელტა იყო. ახლა მისმა ინსტრუმენტმა RIMFAX ზედაპირის ქვეშ უპრეცედენტოდ ღრმა არეალი შეისწავლა და იქ ძველი დელტის ფართო სისტემას მიაგნო. ეს მიანიშნებს, რომ წითელ პლანეტაზე წყალი იმაზე დიდხანს მიედინებოდა, ვიდრე აქამდე მხოლოდ ზედაპირზე დაკვირვებით ვარაუდობდნენ.
ამ მონაცემების თანახმად, იეზეროს კრატერის მიმდებარედ ხანგრძლივი იყო მდინარესთან დაკავშირებული დანალექის წარმოქმნის პროცესი, წყლით პროვოცირებული ცვლილებები და სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობებიც. ეს მიგნება ღირებული და მნიშვნელოვანია, მაგრამ გასაკვირი სულაც არაა, რადგან ვიცით, რომ მარსი ყოველთვის ასეთი მშრალი არ ყოფილა.
იქ თხევადი წყლის აქტიურობის კვალი ადრეც აღმოუჩენიათ, მაგრამ მთავარი კითხვა ისაა, რამდენ ხანს შენარჩუნდა ჩვენს მეზობელ ციურ სხეულზე ასეთი ბუნებრივი რეზერვუარები. ამაზე პასუხი დაგვეხმარება გავიგოთ, რამდენად იყო იქ სიცოცხლის წარმოქმნის შანსი.
სარადარო და სატელიტური მონაცემების მიხედვით შექმნილი ვიზუალიზაცია.
ფოტო: NASA/JPL/UCLA/UiO/ETH Zurich
იეზეროს დელტა დაახლოებით 3.7 მილიარდი წლის წინანდელია, როცა მარსის ზედაპირზე წყალი გვხვდებოდა და ეროზიასა თუ ქანების დანალექის ფორმირებას უწყობდა ხელს. ზოგი მინერალის წარმოქმნის პროცესი მეცნიერებისთვის ბუნდოვანი იყო, განსაკუთრებით კარბონატებისა და ოლივინის შემცველი არეალის, სახელად Margin. სწორედ მის შესასწავლად გამოიყენეს RIMFAX, რომელმაც 2023 წლის სექტემბრიდან 2024 წლის თებერვლამდე პერიოდში რადარით 6.1 კილომეტრი სიგრძის ზონა გააანალიზა (მავალის მიერ განვლილი გზა). სიღრმე 35 მეტრსაც აჭარბებდა.
მონაცემებში “დამალული” დელტის ლანდშაფტი გამოვლინდა და სიღრმეში რთულმა სტრუქტურებმაც იჩინა თავი — კლდოვანმა შრეებმა, რომლებიც დამრეცადაა განლაგებული. ასეთი რამ დედამიწაზეცაა და მაშინ წარმოიქმნება, როცა უფრო ფართო აუზში წყლის დინებისას დანალექი ჩნდება. მიაგნეს მდინარის სისტემისთვის დამახასიათებელ სხვა ნიშნებსაც, როგორიცაა “დამარხული” ლოდები, წყლის ნაკადით გამორეცხილი რეგიონები და სხვა.
ვარაუდობენ, რომ Margin-ის სისქე 90 მეტრამდეა. ეს არეალი დალექვისა და ეროზიის რამდენიმე ეპიზოდის კვალს უნდა მოიცავდეს, ხოლო იქ არსებული სტრუქტურები მეტრზე ნაკლები ზომიდან ასობით მეტრამდე სიგრძემდე მერყეობს. ეს მიუთითებს, რომ წითელ პლანეტაზე წყალი მხოლოდ ხანმოკლე პერიოდი არ შენარჩუნდა, არამედ ზედაპირზე მისი დინება არაერთ ფაზას მოიცავდა. არ გამორიცხავენ, რომ ამას სიცოცხლის წარმოშობისთვის საკმარისი დრო მიეცა და მისი ნაშთები კრატერის ქვეშ ჯერ კიდევ ინახებოდეს.
ნაშრომი გამოცემაში Science Advances გამოქვეყნდა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
მეცნიერებმა საწოლის ბაღლინჯოს მოსასპობად უმარტივესი მეთოდი აღმოაჩინეს6907 ნახვა
ტესტი: რამდენად არჩევ მითებსა და რეალობას ქალის ორგანიზმის შესახებ?3969 ნახვა
ტესტი: რამდენად კარგად იცნობ სამხედრო ტექნოლოგიების ისტორიას2377 ნახვა
ნახეთ: ჩინელმა ასტრონავტებმა კოსმოსში პომიდორი მოიყვანეს1114 ნახვა
აღმოაჩინეს უჩვეულო პლანეტა, რომელიც დედამიწისგან 35 სინათლის წლით არის დაშორებული611 ნახვა
გირჩევთ
მეცნიერება
ქვიზი: რეალურია თუ ფანტასტიკა? გამოიცანი თანამედროვე ტექნოლოგიები
ქვიზი: რეალურია თუ ფანტასტიკა? გამოიცანი თანამედროვე ტექნოლოგიები
გადახედვა
მეცნიერება
მეცნიერებმა დისკზე 1949 წელს ჩაწერილი ვეშაპის სიმღერა აღმოაჩინეს
მეცნიერებმა დისკზე 1949 წელს ჩაწერილი ვეშაპის სიმღერა აღმოაჩინეს
გადახედვა
მეცნიერება
შექმნეს კვანტური ბატარეის პროტოტიპი, რომელიც რამდენიმე წამში იტენება
შექმნეს კვანტური ბატარეის პროტოტიპი, რომელიც რამდენიმე წამში იტენება
გადახედვა
მეცნიერება
ემოციური ინტელექტი და ევოლუცია — რა მოგვცა ემოციებმა
ემოციური ინტელექტი და ევოლუცია — რა მოგვცა ემოციებმა
გადახედვა
ფლორა და ფაუნა
როგორ “აღმოჩნდა” კოკაინი, ნიკოტინი და კანაფის ნაერთი ეგვიპტურ მუმიებში?
როგორ “აღმოჩნდა” კოკაინი, ნიკოტინი და კანაფის ნაერთი ეგვიპტურ მუმიებში?
გადახედვა
მეცნიერება
მეცნიერები თანამედროვე ადამიანის წარმოშობას იკვლევენ — როდის და როგორ ჩამოყალიბდა ჰომო საპიენსი
მეცნიერები თანამედროვე ადამიანის წარმოშობას იკვლევენ — როდის და როგორ ჩამოყალიბდა ჰომო საპიენსი
გადახედვა
ადამიანი
სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან: სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები, მკურნალობა
სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან: სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები, მკურნალობა
გადახედვა
ადამიანი
მეცნიერები ფიქრობენ, რომ დედამიწაზე პირველი მასობრივი გადაშენების კვალს მიაგნეს
მეცნიერები ფიქრობენ, რომ დედამიწაზე პირველი მასობრივი გადაშენების კვალს მიაგნეს
გადახედვა
ფიზიკა
ჩინეთში იმდენად ზუსტი ოპტიკური საათი შექმნეს, რომ შეიძლება “წამის” განმარტება შეიცვალოს
ჩინეთში იმდენად ზუსტი ოპტიკური საათი შექმნეს, რომ შეიძლება “წამის” განმარტება შეიცვალოს
გადახედვა
კოსმოსი
ვარსკვლავთაშორისი კომეტა 3I/ATLAS შეიძლება თითქმის სამყაროს ასაკის იყოს
ვარსკვლავთაშორისი კომეტა 3I/ATLAS შეიძლება თითქმის სამყაროს ასაკის იყოს