მარსის ბრუნვა ჩქარდება — მიზეზი შეიძლება “უარყოფითი მასის ანომალიაა” იყოს

კოსმოსიSci-Techმეცნიერება
მარსის ბრუნვა ჩქარდება — მიზეზი შეიძლება “უარყოფითი მასის ანომალიაა” იყოს
ფოტო: NASA
2023 წელს NASA-ს აპარატ InSight-ის სეისმური მონაცემებით გაირკვა, რომ მარსზე დღეები უფრო ხანმოკლე ხდება, ანუ მისი ბრუნვა ჩქარდება. ინსტრუმენტ RISE-ის დაკვირვებების მიხედვით, ეს სისწრაფე წელიწადში დაახლოებით 4 მილიარკწამით იმატებს, რის გამოც წითელ პლანეტაზე თითო წლის ხანგრძლივობა მილიწამზე ნაკლები დროით მცირდება.
ამის ზუსტი მიზეზი გაურკვეველია. მეცნიერები რამდენიმე ფაქტორს განიხილავენ, მათ შორის მარსის პოლარულ რეგიონებში ყინულის დაგროვებასა და პოსტგლაციალურ უკუქცევას, ანუ ყინულში “დამარხული” ქანების აღმასვლას. ორივე ასოცირდება მასის განაწილების ცვლილებასთან, რაც ციური სხეულის ბრუნვაზე ზემოქმედებს.
ახალ კვლევაში მეცნიერები სხვაგვარ ახსნას გვთავაზობენ. მათი ვარაუდით, ეს ტარსისის ვულკანური რეგიონის ქვეშ “მნიშვნელოვან გრავიტაციულ ანომალიას” უკავშირდება. მეცნიერებმა იქაური ლითოსფეროს შესახებ InSight-ის მიერ მოპოვებული ინფორმაცია გამოიყენეს. ასევე, ისეთი აპარატების მიერ მოპოვებული გრავიტაციული მონაცემებიც გააანალიზეს, როგორიც Mariner 9, Viking 1, Viking 2 და შედარებით ახალი ზონდებია: Mars Global Surveyor, Mars Odyssey და Mars Reconnaissance Orbiter.
შედეგად, რამდენიმე ანომალიას მიაგნეს. მეცნიერების თქმით, Ascraeus Mons-ისა და Pavonis Mons-ის ვულკანებს შორის ე.წ. თავისუფალი ჰაერის გრავიტაციული ანომალიის ეპიცენტრია. მისი აჩქარების მაჩვენებელი 300-500 მილიგალია (გალის მეათასედი); “უარყოფითი გრავიტაციული რგოლი” ტარსისის შემაღლებული არეალის გარშემოა და იქ მეცნიერებმა -200 მილიგალი გამოავლინეს.
ტარსისის ვულკანური რეგიონი.
ფოტო: NASA
გრავიტაციული ანომალია ეწოდება ფენომენს, როცა გაზომილი გრავიტაციული ძალა მასის ზედაპირქვეშა განაწილების მიხედვით მოსალოდნელ მაჩვენებელს არ შეესაბამება. რაც შეეხება ტარსისს, ფიქრობენ, რომ მისი წარმოქმნა წარსულში მომხდარ შეჯახებას უკავშირდება ან ეს რეგიონი უფრო ძველი შეჯახების ადგილის ზემოთაა მოქცეული.
ავტორების თქმით, ალტერნატიული ახსნა ისაა, რომ ტარსისის ქვეშ აქტიური მანტიური პლუმია (ზედაპირისკენ მიმავალი დამდნარი მასის ნაკადი). ის შეიძლება ექსტრემალურ ზედაპირულ შემაღლებას ინარჩუნებდეს და მეცნიერების მიერ გამოვლენილ გრავიტაციულ სიგნალზე იყოს პასუხისმგებელი. ამ იდეას რეგიონში გვიანდელი ვულკანური აქტიურობისა და შესაძლო პლუმის კვალის აღმოჩენა ამყარებს.
პლანეტის შიგნით მიმდინარე პროცესების მოდელირებამ აჩვენა, რომ უარყოფითი გრავიტაციული ანომალია, რომელიც მონაცემებს კარგად ერგება, დაახლოებით 1200 კილომეტრ სიღრმეში უნდა იყოს. ცხელი მანტიური პლუმები შეიძლება მარსის ვულკანურ აქტიურობასა და ლითოსფეროს ლოკალურ გათხელებას ხსნიდეს. თუ ეს ასეა, ესე იგი მანტიაში ნაწილობრივ დამდნარი “ჯიბეებია”, რომლებიც ქერქში აღწევს.
პლუმი გარემომცველ მანტიაზე მსუბუქია და ზედაპირისკენ ასვლისას ვულკანური აქტიურობის სიმულირება შეუძლია. ამის შედეგად ჩნდება ზემოხსენებული “ჯიბეები”, რომლებიც შეიძლება ქერქში უკვე ვულკანებად გადაიქცეს. ამ იდეის მიხედვით, აღნიშნულ პროცესში პლანეტის შიდა სიმკვრივის ცვლილება ინერციის მომენტზეც აისახება და, საბოლოოდ, მარსის ბრუნვას აჩქარებს. ეს იმიტომ, რომ მის შიგნით მაის განაწილება იცვლება.
ამის დასადასტურებლად დამატებითი კვლევებია საჭირო, თუმცა ეს ჰიპოთეზა არსებულ მონაცემებს კარგად შეესაბამება. ნაშრომი გამოცემაში JGR Planets გამოქვეყნდა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
ამ ფრინველებს სიგარეტის ნამწვები ბუდეში მიაქვთ — მეცნიერებმა შეისწავლეს, რატომ აკეთებენ ამას17911 ნახვა
გამოქვაბულებში ჩხრიალა გველის ულამაზესი სახეობა აღმოაჩინეს6569 ნახვა
რაშია ბედნიერების საიდუმლო — რა გვასწავლა 88-წლიანმა კვლევამ3905 ნახვა
რა არის C ვიტამინი და როდის გვჭირდება ის1442 ნახვა
ჰიუსტონში ერთ-ერთ სახლს, სავარაუდოდ, მეტეორიტი დაეცა1249 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
ფლორა და ფაუნა
მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ
მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ
გადახედვა
კოსმოსი
როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია?
როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია?
გადახედვა
კოსმოსი
ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში
ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში
გადახედვა
მეცნიერება
მოშინაურების უძველესი მტკიცებულება — თურქეთში 16 000 წლის წინანდელი ძაღლის ნამარხი აღმოაჩინეს
მოშინაურების უძველესი მტკიცებულება — თურქეთში 16 000 წლის წინანდელი ძაღლის ნამარხი აღმოაჩინეს
გადახედვა
მეცნიერება
რას გვიჩვენებს 60 000 წლის წინანდელი გეომეტრიული ნიმუშები — როგორ იბადებოდა გეომეტრია
რას გვიჩვენებს 60 000 წლის წინანდელი გეომეტრიული ნიმუშები — როგორ იბადებოდა გეომეტრია
გადახედვა
ფიზიკა
ისტორიაში პირველად, CERN-ის მეცნიერებმა ანტიმატერიის ტრანსპორტირება შეძლეს
ისტორიაში პირველად, CERN-ის მეცნიერებმა ანტიმატერიის ტრანსპორტირება შეძლეს
გადახედვა
კოსმოსი
დაასახელეს 45 პლანეტა, რომლებზეც შეიძლება სიცოცხლე იყოს
დაასახელეს 45 პლანეტა, რომლებზეც შეიძლება სიცოცხლე იყოს
გადახედვა
დედამიწა
შეისწავლეს უცნაური მინერალი, რომელიც ფერს იცვლის — 30 წლის შემდეგ ის ლონდონში დააბრუნეს
შეისწავლეს უცნაური მინერალი, რომელიც ფერს იცვლის — 30 წლის შემდეგ ის ლონდონში დააბრუნეს
გადახედვა
მეცნიერება
რა არის უცნაური სტრუქტურა მარსზე, რომელიც ძველეგვიპტურ პირამიდას ჰგავს
რა არის უცნაური სტრუქტურა მარსზე, რომელიც ძველეგვიპტურ პირამიდას ჰგავს
გადახედვა
ადამიანი
ადამიანის ემოციები შეგვიძლია მისი სიარულის მანერით ამოვიცნოთ — როგორ
ადამიანის ემოციები შეგვიძლია მისი სიარულის მანერით ამოვიცნოთ — როგორ