მარსელ როთიგი – საქართველო არის კანდიდატი ქვეყანა და ის მიაღწევს ევროკავშირში წევრობას, თუმცა უკრაინელი ხალხის მხრიდან გაღებული მსხვერპლის გარეშე, ეს სავარაუდოდ, არასდროს მოხდებოდა

საქართველომ მიაღწია იმას, რაც ბევრ ჩვენგანს შესაძლებლად არ გვეჩვენებოდა 2022 წლის 24 თებერვლამდე, საქართველო არის კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირის წევრობისთვის და ის მიაღწევს ევროკავშირში წევრობას სთან, მოლდოვასა და დასავლეთ ბალკანეთთან ერთად, თუმცა ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ უკრაინელი ხალხის მხრიდან გაღებული მსხვერპლის გარეშე, ეს გადამწყვეტი განვითარება საქართველოსთვის, სავარაუდოდ, არასდროს მოხდებოდა, – ამის შესახებ ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა მარსელ როთიგმა სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდი) მიერ ორგანიზებულ რონდელის უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ახლა, როდესაც ევროკავშირში წევრობისთვის კარი ღიაა საქართველოზეა დამოკიდებული აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა და წინსვლა.
„ჩვენ განვიცადეთ იმედის მცირე ნიშანი – საქართველომ მიაღწია იმას, რაც ბევრ ჩვენგანს შესაძლებლად არ გვეჩვენებოდა 2022 წლის 24 თებერვლამდე, საქართველო არის კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირის წევრობისთვის და ის მიაღწევს ევროკავშირში წევრობას უკრაინასთან, მოლდოვის რესპუბლიკასა და დასავლეთ ბალკანეთთან ერთად. იმედი მაქვს, რომ ეს ახლო მომავალში მოხდება. თუმცა ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ უკრაინისა და მისი ხალხის მხრიდან გაღებული მსხვერპლის გარეშე, ეს გადამწყვეტი განვითარება საქართველოსთვის, სავარაუდოდ, არასდროს მოხდებოდა. ახლა, როდესაც კარი ღიაა, საქართველოზეა დამოკიდებული აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა და წინსვლა“, – განაცხადა მარსელ როთიგმა.
ის მსოფლიოში არსებულ გამოწვევებსა შეეხო და დასვა რიტორიკული კითხვა, შეძლებს თუ არა დასავლეთი სტრატეგიული მოთმინების შენარჩუნებას რუსეთთან ომში უკრაინის მხარდაჭერის გზაზე.
„მსოფლიო ჩამოიშალა. როდესაც გასულ წელს ამ კონფერენციაზე ჩვენი ყურადღება უკრაინისკენ მივმართეთ, ვიმედოვნებდით, რომ დღეს უკეთესი სურათი იქნებოდა. ის არ არის! მეტად ვიდრე ოდესმე, ევროპის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ეს აღარ არის დებატი იმის შესახებ, გაათავისუფლებს თუ არა უკრაინა მის ტერიტორიას იმდენად სწრაფად, რამდენადაც ეს შესაძლებელია, არამედ ამ დღეებში, სამწუხაროდ, საკითხი უფრო ფუნდამენტურია – გადარჩება თუ არა უკრაინა? სიფრთხილით ვუყურებთ უკრაინის დასავლელ მოკავშირეებს- შევძლებთ ჩვენ, დასავლეთი, სტრატეგიული მოთმინების შენარჩუნებას? გვჭირდება თუ არა გავხდეთ უფრო მეტად გადამწყვეტი ჩვენს მხარდაჭერაში უკრაინის მიმართ და ამავდროულად, გადავდგათ ბევრად მეტი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი თავდაცვისთვის? საით მიდის ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც უკრაინის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი? შესაძლებელია, რომ ევროპა მარტო დარჩეს ყველაზე ბნელი მომავლის წინაშე? და აქვს თუ არა, საერთოდ, რუსეთს მომავალი ახლა, როდესაც ს სიკვდილით, სავარაუდოდ, იმედის საბოლოო ნაპერწკალი გაქრა?
ამ ყველაფერთან ერთად კიდევ ერთმა მოვლენამ ღრმად შეგვაშფოთა გასული წლის 7 ოქტომბერს, როდესაც „ჰამასი“ ისრაელს დაესხა თავს. ისედაც რთული ვითარება ახლო აღმოსავლეთში, კიდევ უფრო მეტად გართულდა და გამოამჟღავნა შიდა კონფლიქტი ჩვენს საზოგადოებებშიც. ასევე, სამხრეთ კავკასიაში ჩვენ ვნახეთ, რომ მშვიდობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ჯერ კიდევ ძალიან შორს არის“, – განაცხადა როთიგმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ

ორგანიზაცია Georgia’s Environmental Outlook-GEO – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” მიღების გამო ჩვენ მივიღეთ რთული გადაწყვეტილება – შეგვეჩერებინა ფუნქციონირება, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციას