მარსელში (საფრანგეთი) მუზეუმმა ნუდისტებისთვის ექსკურსიების ჩატარება დაიწყო

საფრანგეთის ქალაქ მარსელში ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაციების მუზეუმმა (MUCEM) ნუდისტებისთვის ექსკურსიების ჩატარება დაიწყო.
გამოფენის ნახვისას ვიზიტორებს უფლება ექნებად მთლიანად გაშიშვლდნენ, თუმცა რეკომენდებულია ფეხსაცმლის დატოვება.
მუზეუმის შიშველი მონახულების მსურველთათვის ექსკურსიები თვეში ერთხელ საღამოობით გაიმართება. სესიის განმავლობაში გამოფენა დახურულია სხვა ვიზიტორებისთვის.
მუზეუმში გამოფენილია 600 ფოტო, ფილმი, ჟურნალი, ფერწერა, ქანდაკება და ნატურიზმის ფილოსოფიით შთაგონებული ხელოვნების სხვა ნიმუშები.
სხვათა შორის, შარშან კატალონიის არქეოლოგიურმა მუზეუმმა ბარსელონაშიც გადაწყვიტა ნუდისტებისთვის ექსკურსიების ჩატარება.

ასევე დაგაინტერესებთ