მარსელში რუსეთის საკონსულოს ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა

საფრანგეთის საპორტო ქალაქ მარსელში რუსეთის საკონსულოს კედელს ორი ჭურვი ესროლეს, აქედან ერთ-ერთი აფეთქდა, – ამის შესახებ Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომელიც საფრანგეთის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელია.
მანამდე, BFM TV-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საკონსულოს ბაღის ტერიტორიაზე ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“ ისროლეს.
საფრანგეთისგან მომხდარის სრულ გამოძიებას ითხოვს და აცხადებს, რომ ინციდენტი ტერორისტულ აქტს ჰგავს.
„მარსელში რუსეთის გენერალური საკონსულოს ტერიტორიაზე მომხდარ აფეთქებებს ტერორისტული თავდასხმის ყველა ნიშანი აქვს. ჩვენ ვითხოვთ აკრედიტაციის ქვეყნიდან ყოვლისმომცველ და სწრაფ ზომებს გამოძიებისთვის, ასევე ნაბიჯებს რუსეთის საგარეო მისიების უსაფრთხოების გასაძლიერებლად“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგო თევზაძე: ქოცებისთვის – სულ რომ სადარბაზოებში ჩაცხრილოთ ოპოზიცია ან/და წლებით გამოგვკეტოთ ყველა, თქვენი მომავალი გარკვეულია. თქვენზე ისტორიაც უკვე დაწერილია – მწამებლები, ჯალათები, ეროვნული ინტერესების გამყიდველები და ისტორიული შესაძლებლობის გამფლანგველები ხართ