მარსელში ორი პირი დააკავეს რუსეთის საკონსულოს ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების შემდეგ

პოლიციამ საფრანგეთის ქალაქ მარსელში დააკავა ორი პირი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ს საკონსულოს ტერიტორიაზე აფეთქების მოწყობაში. ამის შესახებ ფრანგული მედია იუწყება პოლიციაზე დაყრდნობით.
რუსეთის გენერალური საკონსულოს ტერიტორიაზე აფეთქება 24 თებერვალს, ში ომის დაწყებიდან მესამე წლისთავზე, მოხდა.
ტელეკომპანია BFM-ის ცნობით, ეჭვმიტანილები იმავე საღამოს დააკავეს მარსელში, უკრაინის მხარდამჭერთა დემონსტრაციაზე. ორი მამაკაცი რუსეთის საკონსულოს ვიდეოკამერების ჩანაწერის მიხედვით ამოიცნეს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
მარსელის პოლიციის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობები საკონსულოს ბაღში ისროლეს. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მ 24 თებერვალს განაცხადა, რომ მომხდარს „ტერაქტის ყველა ნიშანი აქვს“ და საფრანგეთის ხელისუფლებისგან სწრაფ გამოძიებას მოითხოვენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველოში მაღალი სამართლებრივი სტანდარტია და ამიტომაა, რომ ათასი მოძალადიდან მხოლოდ ოცია დაკავებული – საქმე არ ეხება არც ახობაძეს, არც პეტრეს და პავლეს – ნუ გამოაცხადებთ გმირად ადამიანებს, რომლებიც ბავშვებს მორფს ჰპარავდნენ

ირაკლი კობახიძე ხაზარაძეების კუთვნილი უძრავი ქონების გერმანიის ელჩისთვის გადაცემაზე – ეს საკმაოდ სერიოზული სკანდალია, ფაქტია, რომ ადგილი ჰქონდა ან გადასახადების დამალვას, ან იმას, რომ რეალურად არ ხდებოდა თანხის გადახდა ელჩის მხრიდან