მაროკოს უდაბნოში თითქმის დამშრალი ტბა, ქარიშხლის შემდეგ, ისევ წყლით აივსო

ბოლოდროინდელმა ქარიშხალმა, რომელიც მაროკოს დაატყდა თავს, რამდენიმე ადამიანის დაღუპვა და მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი გამოიწვია. თუმცა, სტიქიის შემდეგ, უდაბნოში ხანგრძლივი გვალვისგან პრაქტიკულად დამშრალი იასმინას ტბა მერზუგაში (მაროკო) კვლავ წყლით აივსო, მიიზიდა გადამფრენი ფრინველები და მოახდინა ახალი მცენარეების ზრდის სტიმულირება.
მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ ტენიანობის მომატებამ ზღვებიდან და ოკეანეებიდან აორთქლების გამო შეიძლება გამოიწვიოს უფრო ხშირი შტორმები რაც შეცვლის ამ უდაბნოს რეგიონის კლიმატს.

ასევე დაგაინტერესებთ