პერუს საკონსულტაციო კომპანია Fluctuante-ს კვლევის თანახმად, გასულ წელს მსოფლიოში ექსპორტირებული იქნა 1 მილიონი ტონა მოცვი, რომლის ღირებულება 6,733 მილიარდი დოლარი იყო. EastFruit-ის ცნობით, წამყვანი ექსპორტიორი პერუ იყო მთლიანი მოცულობის 31%-იანი წილით, შემდეგ მოდიან ჩილე, ესპანეთი და მაროკო 8%-იანი წილით, ხოლო შეერთებული შტატები 7%-ით.
მაროკო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მიმწოდებელი ქვეყანა გახდა, რომელიც სულ რაღაც ერთ წელიწადში მეშვიდე ადგილიდან მეოთხეზე ავიდა და მსოფლიოს ხუთ უმსხვილეს ექსპორტიორს შორის თავისი პოზიცია განამტკიცა. 2009 წელს ქვეყანამ მხოლოდ 636 ტონა მოცვი გაიტანა ექსპორტზე, მაგრამ 2024 წლისთვის ეს მაჩვენებელი 83 000 ტონამდე გაიზარდა.
„ეს ზრდა, 43%-იანი წლიური ზრდის ტემპით, ასახავს დინამიური და კონკურენტუნარიანი ინდუსტრიის კონსოლიდაციას, რომელიც იყენებს მის ბუნებრივ, ტექნოლოგიურ და გეოგრაფიულ უპირატესობებს“, – აღნიშნავty Fluctuante-ში.
