მარნეულში 4 წლის ბავშვს სავარაუდოდ კისტის ტყვია მოხვდა, შსს-მ გამოძიება დაიწყო

მარნეულში 4 წლის ბავშვს თავის არეში, სავარაუდოდ, კისტის ტყვია მოხვდა.
როგორც „ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით, არასრულწლოვანი ადგილობრივ ჰოსპიტალში პირველ აგვისტოს შეიყვანეს, საიდანაც თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მართვით სუნთქვაზეა. „
ინგოროყვას კლინიკაში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ მშობლები ბავშვის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის გაცემის წინააღმდეგი არიან და პაციენტის მდგომარეობაზე კომენტარს ვერ გააკეთებენ.

ასევე დაგაინტერესებთ