პოლიციამ დააკავ სამი ქალი, რომლებსაც ჯგუფურად ჩადენილი ძალადობა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ედებათ ბრალად. დაკავებული ქალები არის 25, 31 და 43 წლისები. მათ 7 წლამდე პატიმრობა ემქურებათ.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ქვემო ქართლის რეგიონში, ჯგუფურად იძალადეს ზ.ჯ.-ზე. ასევე, ნ. ა. მ ცივი იარაღის გამოყენებით ზ.ჯ.-ს მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი ახალგზარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით მოთავსებულია კლინიკაში.
სამართალდამცველებმა ნ.ა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ხოლო ა.ა. და შ.ქ. ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს”, – ვკითხულობთ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც ირკვევა, ერთ-ერთი დაკავებული და დაზარალებული დანიშულები იყვნენ და მათ რამდენიმე დღეში უნდა ექორწინათ. ინციდენტი მოხდა იმ ბინაში, სადაც წყვილს როწინების შემდეგ უნდა ეცოვრა. ადგილობრივების ინფორმაციით, დაკავებული ქალი შემთხვევის ადგილზე მივიდა, სადაც საქმრო სხვა ქალთან ერთად ნახა. სწორედ ამს მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება.
TV პირველის ინფორმაციით, დაჭირია როგორც კაცი – დაკავებულის საქმრო, ისე მასთან ერთად მყოფი ქალი. თუმცა, შსს ამ ეტპზე მხოლოდ ერთი დაზარალებულის შესაქხებ ავრცელებს ინფორმაციას.
დაკავებულებს, სავარუდოდ უახლოეს პერიოდში წრუდგენენ ბრალს, შემდეგ კი სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.




