მარნეულში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მოპარვის ფაქტზე 4 არასრულწლოვანია დაკავებული –

მარნეულში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მოპარვის ფაქტზე 4 არასრულწლოვანია დაკავებული. ინფორმაციას ამის შესახე ავრცელებს.|
უწყების ცნობით, მოზარდები დიდი ოდენობით ფულს დაეუფლნენ. ისინი პოლიციამ ტაქსით ადაადგილებისას დააკავა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წარსულში სხვადასხვა დანაშაულში მხილებული 4 არასრულწლოვანი: 2008 წელს დაბადებული ა.ა., 2006 წელს დაბადებული შ.ო., 2008 წელს დაბადებული მ.ა. და 2009 წელს დაბადებული ნ.ნ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ქალაქ მარნეულში მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატები მოიპარეს, საიდანაც დიდი ოდენობით ფულად თანხას დაეუფლნენ.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილიდან მოშორებით, ტაქსით გადაადგილებისას დააკავეს. პოლიციამ დაკავებულების პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას მოპარული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო, ხოლო დაზიანებულ ჩარიცხვის აპარატებს მიმდებარე ტერიტორიაზე მიაგნო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, – წერს შსს.

ასევე დაგაინტერესებთ

 არჩილ ჭავჭანიძე: ხვალ, სამებაში ვინც წარუძღვება ლიტურგიას, მას ერისა და ეკლესიის წინაშე აქვს პრინციპული ვალდებულება, რუსეთიდან “ მოვლენილ” ეგზარქოს და 80 კაციან დელეგაციას, ჩვენი პატრიარქი მოახსენებინოს როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი!

გიგი უგულავა – „ოცნების“ აშშ-თან „შეტენვის“ ოპერაცია გრძელდება, მას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ვენსი დაესწრება. აი, ნამდვილი მიზეზი, თუ რატომ გავარდა უწმინდესის დამკრძალავი კომისიის თავმჯდომარე უნგრეთში