ფორმულას შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ძალადობას გულისხმობს.
საუბარია მარნეულში გუშინ, 19 სექტემბერს მომხდარ დაპირისპირებაზე, კერძოდ, გავრცელებული ცნობით – კონფლიქტი საკონდიტრო მაღაზიაში დაიწყო, სადაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა რიჩარდ გიგანის შვილმა ახალგაზრდებს მიმართ – “თათრულად ლაპარაკისთვის თავი დაენებებინათ”.
“მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, რიჩარდ გიგანის შვილმა საკონდიტრო მაღაზიაში ახალგაზრდას ქართული ენის არცოდნის გამო სცემა”, – დაწერა მან.
თვითმხილველების ინფორმაციით, კონფლიქტის გასანეიტრალებლად ადგილზე იმყოფებოდნენ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე, ქართული ოცნების ფრაქციის წევრები და პოლიციის მაღალჩინოსნები.
