მარნეულში ორი ადამიანი დაჭრეს

მარნეულში ორი ადამიანი ცივი იარაღით დაჭრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო. დაჭრილები შუახნის მამაკაცები არიან. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.