მარნეულში მოზარდი დაჭრეს – არსებული ინფორმაციით, ის 50-ზე მეტი ჭრილობით კლინიკაშია გადაყვანილი

მარნეულში არასრულწლოვანი დაჭრეს.
მედიაში გავრცელებული ცნობით, შემთხვევა გუშინ მოხდა, თუმცა დაჭრილი არასრულწლოვანი დღეს იპოვეს.
როგორც “ინტერპრენიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.