მარნეულში თხრილში ორი მუშა ჩავარდა, ერთი მათგანი დაიღუპა, მეორე კი კლინიკაშია გადაყვანილი

მარნეულში უბედური შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას თხრილში ორი მამაკაცი ჩავარდა, რომელთაგანაც ერთი დაიღუპა, მეორე პირი კი კლინიკაში გადაიყვანეს.
ორივე მათგანი ადგილზე დასაქმებული მუშა იყო.
არსებული ინფორმაციით, კლინიკაში გადაყვანილი პირის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ევრონესტის რეზოლუცია – საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დემოკრატიის სერიოზული უკუსვლა აჩვენა, ასამბლეა გმობს გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებს და არ აღიარებს „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას