მარნეულში დაკავებული კაცის დედა, რომელმაც ძაღლი ცემით მოკლა: პოლიცია, როდესაც მოვიდა ჩემი შვილი სასტიკად ნაცემი საწოლში იწვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა კაცი, რომელმაც ძაღლი ცემით მოკლა. შემთხვევა მარნეულის სოფელ გაჩაღანში მოხდა. ძაღლის სასტიკი წამების ვიდეო გუშინ, 8 იანვარს გავრცელდა.

აღნიშნულ ამბავთან დაკავშირებით კი დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.

დაკავებული კაცის არიფ გოიუს დედა აცხადებს, რომ მის შვილს ბრალს სდებენ მეხუთე კლასელზე ძალადობაში, ამის გამო არიფ გოიუშოვი სამი დღის წინ სცემეს და ეს  ცემის ამბავი, რომ გადაეფარათ ვიდეო გამოაქვეყნეს.

მისი თქმით, ეს ვიდეო გადაღებული არის აფექტური მდგომარეობის დროს.

„ჩვენი ქათმები ძაღლმა შეჭამა, ძროხაც დაკბინა. ძალიან გამწარდა ჩემი შვილი და ძაღლი ასე სცემა. ეს ამბავი დაახლოებით 2 თვის წინ მოხდა. ვიდეო ვინ გადაიღო არ ვიცი, ახლა გამოააშკარავეს.

ჩემი შვილი გუშინწინ მოტყუებით გაიყვანეს ხევში და დაახლოებით 5 პირმა სასტიკად სცემა. ჩემმა შვილმა თქვა, დანას ეძებდნენ მოკვლა უნდოდათო. სასტიკად ნაცემი სახლში მოიყვანეს. პოლიცია, როდესაც მოვიდა ჩემი შვილი სასტიკად ნაცემი საწოლში იწვა. ბრალი დასდეს თითქოს მეხუთე კლასელზე იძალადა, ეს ტყუილია. გოგოს ბებია იყო მოსული და ვუთხარი, ჩემი შვილი ამას არ იზამდა, გაუგებრობაათქო. ვფიქრობ, ეს ვიდეო იმისთვის გამოაქვეყნეს, რომ ცემის ამბავი გადაეფარათ“,- აცხადებს დაკავებულის დედა. 

„გავიგე, რომ არიფს ძაღლი მოუკლავს, მისი 10 ქათამი შეჭამაო. ეს ვიდეო ინტერნეტში შემხვდა, აქ დადიოდა ეგ ძაღლი. გუშინ მის ეზოში ყოფილა. დღეს დილით გავიგე, რომ არიფი პოლიციამ დააკავა“, – აცხადებს ადგილობრივი. 

ერთ-ერთი ადგილობრივი აცხადებს, რომ ძაღლი კაცმა ხელკეტით სცემა.

„ეს როგორ გააკეთა არ ვიცი, შემზარავი ამბავია. სოფელში ჰყვებიან, რომ პოლიციამ დააკავაო. ძაღლი დიდი ხელკეტით უცემია“, – აღნიშნა ადგილობრივმა მცხოვრებმა.

„ამ ძაღლმა მეც შემიჭამა 20 ქათამი, ამის გამო ხომ არ ვცემდი. ახლა არ ვიცი რა გავაკეთო. ძალიან ცუდია, რაც მოხდა“, – დასძენს ადგილობრივი. 

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – მე ვრჩები ერთგული იმ ქვეყნის კონსტიტუციის, რომლის წინაშე ფიცი 6 წლის წინ დავდე, კონსტიტუცია, რომელიც გათელეს ფეხქვეშ, მაგრამ დგას, როგორც დგას საქართველო – არავინ არ ჩათვალოს, რომ არ ვარ ყველას პრეზიდენტი – ვარ და ვიქნები

პრეზიდენტი – ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს – მართალია თქვენ აქ „რაღაც 300 კაცი“ ხართ, მე გისოსების უკან ყოფნას დამპირდნენ, მაგრამ ჩვენ ხომ არ გვეშინია?