დღეს, 28 ივნისს, მარნეული-თბილისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ტაბულას ინფორმაციით, ერთმანეთს 3 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, შედეგად 7 ადამიანი დაშავდა.
საქმეზე გამოძიება დაწყებულია. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და უწყებისგან პასუხს ელოდება.
