მარნეული-ბოლნისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოზარდიც დაიღუპა

არსებული ინფორმაციით, მარნეული-ბოლნისის გზაზე, სოფელ ნახიდურთან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული მოზარდი დაიღუპა.
როგორც ცნობილია, სოფელ ნახიდურთან ორ არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა, ერთი-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
ამასთან, როგორც “ინტერპრესნიუსს” ადგილობრივებმა განუცხადეს, დაშავებულია კიდევ ორი პირი.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსახლეობამ ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების მანქანა ამოაყირავა, რადგან იქ დახმარებას უწევდნენ ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლს. ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
ამასთან, სამართალდამცველები შემთხვევის ადგილის მიმართულებით ავტომობილებს არ უშვებენ, რის გამოც საავტომობილი მოძრაობა შეზღუდული იყო.
„ინტერპრესნიუსი“ ამ დრომდე ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროში დააზუსტოს ინფრომაცია და მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლსკი – გამორიცხულია ვინმეს ჩამოშორება რაიმე მეთოდით, მით უმეტეს მეუფე შიოს მხრიდან, რომელიც არის დახვეწილი, წესიერი ადამიანი – ისე ხატავენ აზრთა შესაძლო სხვადასხვაობას, თითქოს ეს არის სიმახინჯე, ეკლესიისთვის ჩირქის მოცხება გრძელდება