მარნეულის სოფელ წერეთელში შიდა გზების რეაბილიტაციაზე 1 100 000 ლარი იხარჯება

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში შიდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
როგორც “კომერსანტს” მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში დაიგება ორ ფენიანი 1 500 გრძივი მეტრი ასფალტის საფარი და მოეწყობა სანიაღვრე არხები.
მარნეულის მერიის ცნობითვე, მიმდინარე სამუშაოები მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერეს.
პროექტი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულება 1 100 000 ლარს შეადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ