მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში წმინდა მატათას სახელობის ტაძარი გაიხსნა

23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში წმინდა მატათას სახელობის ტაძარი გაიხსნა.
ტაძარი საზეიმოდ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე გიორგი ჯამდელიანმა, სასულიერო პირებთან ერთად აკურთხა.
ტაძრის გახსნას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მრევლი ესწრებოდა.