მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობასა და სააქციო საზოგადოებას – „მედიკანა ჰოსფითალ მენეჯმენტის წარმომადგენლობა საქართველოში“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობასა და სააქციო საზოგადოებას „მედიკანა ჰოსფითალ მენეჯმენტის წარმომადგენლობა საქართველოში“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრაზე, დოკუმენტს ხელი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა, საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძემ და სს „მედიკანა ჰოსფითალ მენეჯმენტის წარმომადგენლობა საქართველოში“ დირექტორმა, მეჰმეტ ფათიჰ თურანმა მოაწერეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ჯანდაცვის მიმართულებით სერვისების ხელმისაწვდომობაზე თანხმდებიან.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა სს „მედიკანა ჰოსფითალ მენეჯმენტის წარმომადგენლობა საქართველოში“ ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ ჯარიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ