მარნეულის მე-4 საარჩევნო უბანზე ხმაური იყო – არსებული ინფორმაციით, საია-ს დამკვირვებელს ფიზიკურად გაუსწორდნენ

მარნეულის მე-4 საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები, ასევე გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფიც.
არსებული ინფორმაციით, საია-ს დამკვირვებელს, გიორგი გოცირიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მე-4 საარჩევნო უბნის თავმჯდომარის, მურად მაისურაძის განმარტებით, გოცირიძისთვის უბანზე ხელი არავის დაუკარებია, უბნის გარეთ მომხდარის შესახებ კი არაფერი იცის.
მაისურაძის თქმით, გოცირიძე კომისიის წევრს თავს დაესხა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.
„ამომრჩეველმა ბავშვთან ერთად რეგისტრაცია გაიარა. გოცირიძემ დაიწყო უმიზეზოდ შენიშვნების მიცემა, რომ რეგისტრაცია არ გაუვლიათ. მერე გავიდა, ჩემი კომისიის წევრს დაეტაკა, ის ადამიანი ცუდადაა, სასწრაფო გამოუძახეს. ვიმეორებ, უბანზე, საია-ს დამკვირვებელს – გოცირიძეს აქ ფიზიკურად არავინ შეხებია“,- განაცხადა მაისურაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

Harris X-ის ეგზიტპოლების თანახმად, არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 42% მიიღო, „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 18%; „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 13%; „ძლიერმა საქართველომ“ – 9%; „გახარია საქართველოსთვის“ – 8%