მარნეულის მერმა გმირების დედებს 3 მარტი მიულოცა

დედის დღესთან დაკავშირებით მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა, პირველ მოადგილესთან, როინ დეკანოიძესთან ერთად, საქართველოს მთლიანობისთვის ომში დაღუპული გმირების დედებს 3 მარტი მიულოცა.
ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„ყველა დედას ვულოცავ 3 მარტს, გაზაფხულის ულამაზეს დღესასწაულს. ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, შვილების წარმატებით სიხარულს და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. განსაკუთრებით დღევანდელ დღეს ვულოცავ საქართველოს მთლიანობისთვის ომში დაღუპული გმირების დედებს, რომლებმაც ჩვენი სამშობლოს დასაცავად ყველაზე ძვირფასი გაიღეს”,- აცხადებს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, კენან ომაროვი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკო რუბიო – რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად ტერიტორიებთან დაკავშირებით დათმობები ორივე მხრიდანაა საჭირო – ეს ადვილი არ არის და შესაძლოა სამართლიანიც კი არ იყოს