მარნეულის მერია – რუსთაველის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა

მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე, №23-ში არსებული სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სკვერში განხორციელებული სამუშაოები მოიცავდა როგორც ვიზუალურ, ისე ფუნქციურ განახლებას.
„მოეწყო დასასვენებელი სივრცე, ახალი ბილიკები და საქანელები. მოიხატა სკვერში არსებული კედელი.
პროექტის ღირებულებამ 150 000 ლარი შეადგინა და სრულად დაფინანსდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – კაცი, რომლის პირობებშიც თვალსაჩინოდ დაიწყო ქართული საგარეო პოლიტიკის რღვევა და სპობა, მივლენილია მნიშვნელოვან ევროპულ დედაქალაქში, რაც მკაფიო სიგნალია, რომ ანტიევროპულობა წარმოადგენს რეჟიმის უპირობო და ურყევ კურსს