მარნეულის მერია – მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი აქტიურად მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი აქტიურად მიმდინარეობს. 2023-2025 წლებში დაგეგმილია სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, 5 ახალი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სკოლა აშენდება.
„ამ ეტაპისთვის, 3 სკოლის მშენებლობა წარმატებით მიმდინარეობს, ხოლო 2 სკოლის პროექტირება უახლოეს მომავალში დაიწყება.
სკოლების მშენებლობა დაგეგმილია შემდეგ სოფლებში:
იმირის N1 საჯარო სკოლა – ჯამური ბიუჯეტი: 3 348 588 ლარი;
აღმამედლოს საჯარო სკოლა – ჯამური ბიუჯეტი: 12 381 739 ლარი;
დიდი ბეგლიარის საჯარო სკოლა – ჯამური ბიუჯეტი: 4 311 503 ლარი;
ახკერპის საჯარო სკოლა – ჯამური ბიუჯეტი: 4 387 487 ლარი;
ალგეთის საჯარო სკოლა – ჯამური ბიუჯეტი: 14 953 454 ლარი.
პროექტები სრულად დაფინანსებულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ