მარნეულის მერია – მარნეულის დელეგაციამ, გერმანიის ქალაქ უზედომში ხელოვნებისა და კულტურის ფესტივალების საერთაშორისო სამიტში მიიღო მონაწილეობა

მარნეულის დელეგაციამ, გერმანიის ქალაქ უზედომში ხელოვნებისა და კულტურის ფესტივალების საერთაშორისო სამიტში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, პროგრამა მოიცავდა პლენარულ სესიებს, ძირითად გამოსვლებს, სამუშაო შეხვედრებს და სხვადასხვა კულტურულ აქტივობას.
„სამიტის ფარგლებში მოეწყო „კულტურის, ღვინის და ტექნოლოგიების ქალაქების პლატფორმის” პრეზენტაცია, რომელიც დელეგაციის ხელმძღვანელმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, თემურ შუბითიძემ წარადგინა.
ასევე, აღნიშნული პლატფორმის წარდგენა მოხდა ევროპის კულტურის პარლამენტის სესიაზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – თუ პრორუსული ხელისუფლება გადაწყვეტს, ქართველი ხალხის ნება გააყალბოს, მათთვის სერიოზული სუსხი წამოვა ქართველი ხალხისგან და დასავლეთისგან – ნებისმიერი კვლევა აჩვენებს მხოლოდ ერთს, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდება

თინა ხიდაშელი – არჩევნებამდე 3 კვირაა დარჩენილი და ქვეყანაში არცერთი კრიტერიუმით არ არის არც სამართლიანი, არც თავისუფალი საარჩევნო გარემო – ხალხს თუ გაუჩნდა იმის რწმენა, რომ არჩევნები მოპარეს, მას ვერაფერი გააჩერებს