მარნეულის ინციდენტზე ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, არ დავუშვებთ რომ ასეთმა მართულმა შემთხვევებმა დააზიანოს ის მრავალთვიანი ძალისხმევა, რაც კენჭისყრის დღესთან მიმართებით გავწიეთ

მარნეულის ინციდენტზე ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, არ დავუშვებთ რომ ასეთმა მართულმა შემთხვევებმა დააზიანოს ის მრავალთვიანი ძალისხმევა, რაც კენჭისყრის დღესთან მიმართებით გავწიეთ
-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა მარნეულში, საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მან სამართალდამცველებს მოუწოდა შესაბამისი წარმოების პროცედურების სწრაფად განხორციელებისკენ, რათა თავის მხრივ, ს მხრიდან აღნიშნულ ფაქტზე სწორი და დაზუსტებული ინფორმაცია გავრცელდეს.
„ვრცელდება მედიასა და ინტერნეტსივრცეში ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე განხორციელდა თითქოს საარჩევნო ბიულეტენების ჩაყრა საარჩევნო ყუთში. ეს არის შემაშფოთებელი ინფორმაცია და საარჩევნო ადმინისტრაცია არ დაუშვებს ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, რომ ასეთმა იზოლირებულმა, მართულმა თუ მანიპულაციურმა შემთხვევებმა დააზიანოს ის მრავალთვიანი ძალისხმევა, რომელიც ჩვენ კენჭისყრის დღესთან მიმართებით ჩავდეთ.
მე მინდა სასწრაფო წესით მოვუწოდო და მოვთხოვო მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიას, გაერკვეს სიტუაციაში, მოიწვიოს კომისიის სხდომა და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილი, გახდა -მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და მინდა ვთხოვო სამინისტროს, რომ რაც შეიძლება სწრაფ ტემპში განხორციელდეს შესაბამისი წარმოების პროცედურები, რათა საზოგადოებას მივაწოდოთ ობიექტური და დაზუსტებული ინფორმაცია ამ საკითხზე“, – აღნიშნა კალანდარიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ინიციატივა, რომ პროფესიულ სასწავლებლებს ჰქონოდათ თავიანთი წარმოებული პროდუქციის რეალიზების გზით გარკვეული კომერციული საქმიანობის განხორციელების უფლება, თავისთავად მისასალმებელია

როგორია დაუპირისპირდე ისეთ ძალებს, რომლებმაც 140 მილიონიან და 40 მილიონიან ქვეყნებს ერთმანეთში ომი დააწყებინა- ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოზე უზომოდ შეყვარებულმა, შეძლო, დაუპირისპირდა და დღეს რომ მშვიდობა გვაქვს, მხოლოდ მისი დამსახურებაა

რეკეტი დაიწყო ზუსტად მაშინ, როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი, რომ ბიძინა ივანიშვილს გადაედგა ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი. შანტაჟის მექანიზმად გამოიყენებოდა ის, რომ დაუყადაღეს რამდენიმე მილიარდზე წვდომა