მარნეულთან ერთმანეთს მოტოციკლი და მანქანა შეეჯახნენ | დაშავდა 2 ადამიანი

მარნეულთან ახლოს (მარნეული-თბილისის გზაზე) ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.
შემთხვევის შედეგად დაშავდა მოტოციკლის მძღოლი – მას ფეხი აქვს მოტეხილი. ავტომობილის მძღოლმა კი მსუბუქი დაზიანება მიიღო.

ადგილზე სასწრაფო დახმარება და სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი.