მარკ ცუკერბერგს ხელოვნური „სუპერინტელექტის“ შექმნა სურს – The New York Times

Meta-ს ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი ქმნის გუნდს, რომელიც იმუშავებს ხელოვნური „სუპერინტელექტის“ შექმნაზე, ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.
კომპანიაში ამისთვის ახალი ლაბორატორია უკვე გახსნილია და ბიზნესმენი ამ პროექტისთვის 50 ადამიანის დაქირავებას აპირებს.
საუბარია AGI-ზე (Artificial General Intelligence) – ხელოვნური ინტელექტის თეორიული კვლევების სფეროზე, რომელიც მიმართულია ადამიანის დონის კოგნიტიური ფუნქციების მქონე ხელოვნური ინტელექტის შექმნაზე.
პროექტში ასევე ჩართულია Scale -ს დამფუძნებელი ალექსანდრ ვანი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა