მარკ რუტე, ხვალიდან, ნატოს უხელმძღვანელებს

ნატოს მომავალ გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს, თანამდებობის დაკავების შემდეგ, მაქსიმალურად დასჭირდება კოალიციის მშენებლობის უნარების გამოყენება. ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ლიდერის როლში, მოუწევს დასავლური ალიანსის ერთობის შენარჩუნება, აღმოსავლეთ ფლანგის დარწმუნება მტკიცე მხარდაჭერის უზრუნველყოფის საქმეში და უკრაინის დახმარება იმ ფონზე, როცა ვაშინგტონში, ს გამო შექმნილი გაურკვეველი სიტუაციის ფონზე, ევროპის კონტინენტი მოსკოვის მომდევნო სვლის მოლოდინშია.
რუტე თანამდებობას ხვალ, 1 ოქტომბერს დაიკავებს. ხვალამდე პოსტზე ნატოს გენერალური მდვიანი იენს სტოლტენბერგი რჩება, რომელიც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს 2014 წლის პირველი ოქტომბრიდან, 10 წლის განმავლობაში უძღვებოდა.
ანალიტიკოსები ალიანსის წინაშე მდგარ გამოწვევებს შორის ასახელებენ ს შესაძლო არჩევას შეერთებული შტატების პრეზიდენტად, რომელიც ნატოსადმი სკეპტიკურადაა განწყობილი. თუმცა, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი ლიდერობის პერიოდში, მან მოახერხა ნატოს წევრების მხრიდან ალიანსში მეტი შენატანის უზრუნველყოფა.
ანალიტიკოსები ალიანსის წინაშე მდგარ გამოწვევებს შორის ასახელებენ დონალდ ტრამპის შესაძლო არჩევას შეერთებული შტატების პრეზიდენტად, რომელიც ნატოსადმი სკეპტიკურადაა განწყობილი. თუმცა, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი ლიდერობის პერიოდში, მან მოახერხა ნატოს წევრების მხრიდან ალიანსში მეტი შენატანის უზრუნველყოფა.
ამას გარდა, ევროპაში კვლავ მძვინვარებს ომი, რომლის მსგავსი მასშტაბის კონფლიქტიც ევროპის კონტინენტზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა. ს აგრესიის ფონზე, რომელიც მეზობელ სუვერენულ ში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა, ქვეყნის მეხუთედს აკონტროლებს და ბრძოლას ისევ აგრძელებს, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნები თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ და მეტ მხარდაჭერას ითხოვენ. ნატოს დახმარების გაზრდის მოლოდინშია კრემლის აგრესიის მთავარი მსხვერპლიც – უკრაინა.
ნატოში ოფიციალური პირებისა და დიპლომატების საუბრებიდან გამომდინარე, რუტესგან ალიანსში დიდ ცვლილებებს არ მოელიან. მათი აზრით, რუტე გააგრძელებს სტოლტენბერგის მიერ დასახული მთავარი პრიორიტეტების დაცვას: ს გარშემო მეტ მხარდამჭერთა შემოკრებას, ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან თავდაცვის ხარჯების გაზრდას და ევროპულ უსაფრთხოებაში შეერთებული შტატების ჩართულობის შენარჩუნებას.
ნიდერლანდების ისტორიაში, რუტე ქვეყანას ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში, 14 წლის განმავლობაში მართავდა. 57 წლის პრემიერს საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე ხანგრძლივი და წარმატებული გამოცდილების მქონე ლიდერად იცნობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – კობახიძემ მაქსიმალურად „იჩალიჩა“ – ყოფილი თანამდებობის პირი კუშნერის მეშვეობით ცდილობს გასვლას, რათა ტრამპთან ურთიერთობა დააფიქსირონ, მან კი თავიდან მოიშორა, ტრამპიც არ ხვდებათ