მარკ რუტე – ჩვენ თავდაცვითი ალიანსი ვართ და არა თავდასხმითი – ვლადიმერ პუტინის მიმართ გზავნილი არის ის, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ის თავისას ვერ მიაღწევს და უკრაინა გაიმარჯვებს

ჩვენ თავდაცვითი ალიანსი ვართ და არა თავდასხმითი, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.
„ჩვენ ნატო ვართ. ჩვენ თავდაცვითი ალიანსი ვართ და არა თავდასხმითი. ნატო-ს ტერიტორიის მიღმა მდებარე რომელიმე სხვა ქვეყნის ნაწილის ხელში ჩაგდებით დაინტერესებული არ ვართ. ეს დემოკრატიული ალიანსი, მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ძლიერი სამხედრო ალიანსია, რომელიც 1 მილიარდ ადამიანს ემსახურება. მზად ვართ, ნებისმიერ საფრთხეს გავუმკლავდეთ, მოწინააღმდეგეები არასდროს შეგვაშინებენ“, – განაცხადა მარკ რუტემ.
მარკ რუტეს თქმით, სთვის მისი გზავნილი იქნება ის, რომ ნატო ყველაფერს გააკეთებს, რათა მ გაიმარჯვოს.
„გზავნილი არის ის, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რაც საჭიროა, რათა დავრწმუნდეთ, რომ ის თავისას ვერ მიაღწევს და უკრაინა გაიმარჯვებს“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ასევე დაგაინტერესებთ