დონალდ ტრამპი ნატო-ს ერთგულია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ჰააგაში, ნატო-ს სამიტის დაწყებამდე გამართულ ფორუმზე განაცხადა.
„აშშ-ის პრეზიდენტისა და აშშ-ის უმაღლესი ხელმძღვანელობის მხრიდან ნატო-ს მიმართ სრული ერთგულება არსებობს. თუმცა, ეს გულისხმობს იმის მოლოდინს, რომ ჩვენ გავუმკლავდებით იმ უზარმაზარ საკითხს, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ევროპელები და კანადელები საკმარისად არ ვხარჯავთ. ჩემი გზავნილი ევროპელი კოლეგების მიმართ შემდეგია: შეწყვეტით ნერვიულობა აშშ-ის გამო, ისინი ჩვენს გვერდით არიან“, – განაცხადა მარკ რუტემ.
ამასთან, მისი თქმით, ნამდვილი მოლაპარაკებებისთვის უკრაინა ძლიერ პოზიციაში უნდა იყოს.
„გულუბრყვილოები არ უნდა ვიყოთ. ვხედავთ, რას აკეთებენ ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანი რუსეთის სამხედრო ძალისხმევის მხარდასაჭერად. ეს ყველაფერი დაკავშირებულია. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ნამდვილი მოლაპარაკებების დაწყებისას უკრაინა ძლიერ პოზიციაში იქნება. არ ვსაუბრობ იმ მოლაპარაკებებზე, რომელსაც რომელიღაც რუსი ისტორიკოსი ხელმძღვანელობს, რომელსაც 1000 წლით წარსულში დაბრუნება სურს. ეს სერიოზული არ არის“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
