მარკ რუტე – უკრაინისთვის -სგან იარაღის შესყიდვის ინიციატივას ნატო-ს წევრების ნახევარზე მეტი შეუერთდა – უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია და გაგრძელდება

ნატო-ს ინიციატივას, რომელიც უკრაინისთვის გადასაცემად -სგან იარაღის შესყიდვას ითვალისწინებს, ალიანსის წევრების ნახევარზე მეტი შეუერთდა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ბრიუსელში, ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ნატო თავდაცვითი ალიანსია და ის თავდაცვით ალიანსად დარჩება, მაგრამ ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ეს თავდაცვითი ალიანსი მზადაა ყველაფერი გააკეთოს, რაც საჭიროა, ჩვენი 1 მილიარდი ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ჩვენი ტერიტორიის დასაცავად“, – განაცხადა რუტემ.
მისი თქმით, უკრაინის მიმართ ნატო-ს მხარდაჭერა გაგრძელდება.
„უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია და ეს გაგრძელდება“, – აღნიშნა რუტემ.