ნატო-ს გენერალური მდივნის მარკ რუტეს განცხადებით, ნატო რუსეთს გრძელვადიან საფრთხედ მიიჩნევს.
„ნატო-ში ყველა ვთანხმდებით, რომ რუსეთი ნატო-ს ტერიტორიისა და მთელი ევროატლანტიკური ტერიტორიისთვის გრძელვადიანი საფრთხეს წარმოადგენს“, – განუცხადა რუტემ ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ.
მისივე თქმით, მოლაპარაკებების მაგიდაზე რუსეთისთვის რაღაც დევს, უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების თვალსაზრისით.
„უკრაინელები ნამდვილად თამაშობენ და ვფიქრობ, რომ ბურთი აშკარად რუსეთის მოედანზეა“, – თქვა მან.
მარკ რუტემ უარი თქვა ესაუბრა დეტალებზე იმასთან დაკავშირებით, თუ რა დათმობების შეთავაზება შეიძლება სურდეთ რუსეთს ან უკრაინას. მისი თქმით, ამაზე საუბარი სამშვიდობო მოლაპარაკებებს არ წაადგება.
