მარკ რუტე – ნატო დღეს ძლიერია და კიდევ უფრო ძლიერები გავხდებით, ძლიერი თავდაცვა მკაფიო გზავნილს აგზავნის – არავინ არასდროს არ უნდა იფიქროს ჩვენზე თავდასხმაზე

ნატო-ს მხრიდან უკრაინის მიმართ გრძელვადიანი მხარდაჭერა მიმართულია არა ომის გახანგრძლივებისკენ, არამედ იმის უზრუნველყოფად, რომ ს შეეძლოს თავის დაცვა ახლა და ნებისმიერი აგრესიის თავიდან აცილება მომავალში, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„განვიხილავთ ნატო-ს მიერ უკრაინისადმი მხარდაჭერის გაგრძელებას და ამ საშინელი ომის დასრულების აუცილებლობას“, – აღნიშნა რუტემ.
მისი თქმით, დღეს ნატო-ს მოკავშირეები, პარტნიორები და უკრაინა მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში, რომელსაც გერმანია და გაერთიანებული სამეფო უხელმძღვანელებენ.
„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებაზე იმ ფონზე, როდესაც ის ს აგრესიას ებრძვის. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარებით სისხლისღვრის შესაჩერებლად“, – აღნიშნა რუტემ.
მისი თქმით, ალიანსი უსაფრთხოების კუთხით გადამწყვეტ მომენტში იმყოფება.
„ნუ დაუშვებთ შეცდომას, ნატო დღეს ძლიერია და კიდევ უფრო ძლიერები გავხდებით. ძლიერი თავდაცვა მკაფიო გზავნილს აგზავნის – არავინ არასდროს არ უნდა იფიქროს ჩვენზე თავდასხმაზე“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.