მარკ რუტე – მხარდაჭერის გაძლიერება და უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფა, როგორც ნატო-ს გენერალურ მდივანს, ჩემს პრიორიტეტად და პრივილეგიად მიმაჩნია

მხარდაჭერის გაძლიერება და უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფა, როგორც ნატო-ს გენერალურ მდივანს, ჩემს პრიორიტეტად და პრივილეგიად მიმაჩნია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ კიევში, უკრაინის პრეზიდენტთან, სთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩემთვის ჩემი მანდატის დასაწყისში ში ჩამოსვლა მნიშვნელოვანი იყო, რათა ნათლად მეჩვენებინა, როგორც თქვენთვის, უკრაინელი ხალხისთვის, ისე ყველასთვის, რომ ნატო უკრაინის მხარდაჭერას აგრძელებს. ამ მხარდაჭერის გაძლიერება და უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფა, როგორც ნატო-ს გენერალურ მდივანს, ჩემს პრიორიტეტად და პრივილეგიად მიმაჩნია“, – განაცხადა მარკ რუტემ.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა თავად მოკავშირეებსაც სჭირდებათ.
„სწორედ ამიტომ ვართ უკრაინის მხარდაჭერის მიმართ ასეთი ერთგულები, რადგან თქვენი უსაფრთხოება ჩვენთვის მნიშვნელოვანია და თავისუფლებისთვის თქვენი ბრძოლა ჩვენს პრინციპებსა და ღირებულებებს გამოხატავს“, – აღნიშნა ნატო-ს ახალმა გენერალურმა მდივანმა.
ცნობისთვის, მარკ რუტე ნატო-ს გენერალური მდივნის რანგში უკრაინაში დღეს პირველი ვიზიტით ჩავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ