მიამიტი არ ვარ იმასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ხდება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, საქართველო კვლავ ასპირანტი ქვეყანაა თუ არა, მარკ რუტემ უპასუხა, რომ „ევროატლანტიკურ სივრცეში ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც ნატო-ს წევრობა სურს, შეუძლია სურვილი გამოხატოს და შემდეგ პროცესი იწყება“.
„რა თქმა უნდა, მიამიტი არ ვარ იმასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ხდება. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ. ჩვენ ამის შესახებ ქართველებს ნათლად ვაცნობეთ. ჩვენ მათთან ვთანამშრომლობთ. ვფიქრობ, თანამშრომლობა ემსახურება იმ მიზანს, რომ არხი გვქონდეს, რათა ჩვენი შეშფოთება ნათლად გამოვხატოთ. მოდით, ამ ყველაფერს ოდნავ ჰოლისტურად შევხედოთ, რადგან საქართველო არის, მაგრამ, ასევე, ვხედავთ იმას, რა ხდება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რაც ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია იმის დამსახურებით, რასაც პრეზიდენტი ტრამპი აკეთებს. ამდენად, მე საქართველოს მთლიანი სამხრეთ კავკასიის კონტექსტში შევხედავდი“, – განაცხადა მარკ რუტემ.




