მარკ რუტე – ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, პაპი ფრანცისკეს გარდაცვალებას – მისი ერთგულება მშვიდობისა და თანაგრძნობის მიმართ მილიონობით ადამიანისთვის შთაგონების წყარო იყო

ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, პაპი ფრანცისკეს დღეს დილით გარდაცვალებას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე სოციალურ ქსელში წერს.
„მისი ერთგულება მშვიდობისა და თანაგრძნობის მიმართ მილიონობით ადამიანისთვის შთაგონების წყარო იყო. სამძიმარს ვუცხადებთ კათოლიკურ საზოგადოებას და ყველას, ვინც მისმა გარდაცვალებამ შეძრა“, – წერს მარკ რუტე.
შეგახსენებთ, ფრანცისკე დღეს დილით, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – ყველა ეპოქის, ყველა თაობის „ნაცი“ გაერთიანდა და ჩამოყალიბდა ყველა დროის „ნაციონალური მოძრაობა“ – გარე ძალები ცდილობენ, „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ გამინჯონ „ნაციონალური მოძრაობისგან“