მარკ რუტე დონალდ ტრამპს შეხვდა

მარკ რუტე დონალდ ტრამპს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ნატო-ს პრესსამსახური ავრცელებს.
ნატო-ს პრესსამსახურის ცნობით, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ და -ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფლორიდაში გამართული შეხვედრისას ალიანსის წინაშე მდგარი გლობალური უსაფრთხოების რიგი საკითხები განიხილეს.
ასევე, ნატო-ს გენერალური მდივანი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობაზე დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილ კონგრესმენ, მაიკ უოლცსა და -ის არჩეული პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების გუნდის წევრებს შეხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზო კიკნაძე: ხუჭუჭთმიან ბიჭს რომ ფეხბურთელებივით ურტყეს ფეხები არაკაცებმა, ამის გამო გასამართლდა ვინმე? ეს არ არის დანაშაული და ჩვენი ჰაერში აგდებული ქაღალდი და ბოთლია დანაშაული? ამას ეძახით სამართალს?