მარკ რუტე – დანიასთან და გრენლანდიასთან მუშაობას ვაგრძელებთ

დანიასთან და გრენლანდიასთან მუშაობას ვაგრძელებთ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე სოციალურ ქსელში წერს.

მარკ რუტე დანიის თავდაცვის მინისტრს, ტროელს ლუნდ პოულსენს და გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვივიან მოცფელდს შეხვდა.

„განვიხილეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია არქტიკა, მათ შორის გრენლანდია, ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოებისთვის და როგორ ზრდის ინვესტიციებს. ამ მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობას გავაგრძელებთ“, – წერს რუტე X-ზე.

ამასთან, დანიის თავდაცვის მინისტრმა, ტროელს ლუნდ პოულსენმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მარკ რუტეს გრენლანდიაზე ნატო-ს სადაზვერვო მისიების დაწყება შესთავაზა.

„ნატო-ს გენერალურმა მდივანმა წინადადება მიიღო და მჯერა, რომ ახლა შეგვიძლია შევქმნათ ჩარჩო, თუ როგორ მივაღწიოთ ამას“, – აღნიშნა დანიის თავდაცვის მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)