მარკ რუტე – ბურთი ახლა პუტინის მოედანზეა

შესანიშნავი საუბარი იყო ტრამპთან, ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან, ერთიანი ვართ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევაში, ბურთი ახლა პუტინის მოედანზეა. ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივანი, მარკ რუტე X-ზე წერს.
“შესანიშნავი საუბარი იყო ტრამპთან, ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან პრეზიდენტი ტრამპის ალასკაში პუტინთან შეხვედრამდე. ერთიანი ვართ უკრაინის წინააღმდეგ ამ საშინელი ომის დასასრულის დაახლოებაში და სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევაში. ვაფასებ პრეზიდენტი ტრამპის ლიდერობას და მოკავშირეებთან მჭიდრო კოორდინაციას. ბურთი ახლა პუტინის მოედანზეა,” – წერს რუტე.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო