მარკ რუბიო: ტრამპისა და პუტინის შეხვედრა მოლაპარაკებაზე მიღწეულ პროგრესზეა დამოკიდებული

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 20 თებერვალს განაცხადა, რომ -სა და ს პრეზიდენტების შეხვედრა დამოკიდებული იქნება ში მშვიდობის თაობაზე დაწყებული მოლაპარაკებების პროგრესზე.

ჟურნალისტ კეტრინ ჰერრიგთან ინტერვიუში მარკო რუბიო შეეხო საუდის არაბეთში 18 თებერვალს გამართულ შეხვედრას სერგეი ლავროვთან, რომლისთვისაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მკაფიოდ უთქვამს, რომ შეხვედრა არ შედგება, თუ ის არ იქნება მომზადებული და არ იქნება გარკვეული მასზე განსახილველი საკითხები.
“თუ ომის დასრულებასთან დაკავშირებით იქნება პროგრესი და ასეთ შეხვედრაზე მიღწეული იქნება შეთანხმება, მაშინ ვფიქრობ, რომ ყველა მიესალმება პრეზიდენტ ტრამპს, როგორც მშვიდობისმყოფელს”, – განაცხადა მარკო რუბიომ.
ელ-რიადში გამართულ მოლაპარაკებებზე რუსეთი და შეერთებული შტატები შეთანხმდნენ, რომ შექმნიან ჯგუფებს, რათა განიხილონ 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი ომის დასრულების გზები. პუტინმა და ტრამპმა განაცხადეს, რომ სურთ სამიტის ჩატარება.
ინტერვიუში, რომელიც სოციალურ ქსელ X-ში გავრცელდა, რუბიომ ასევე განაცხადა, რომ რიადში გამართულ შეხვედრაზე არ განუხილავთ რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების კონკრეტული პარამეტრები. არ განხილულა არც სანქციების მოხსნა. რუბიოს თქმით, მთავარი მიზანი იყო იმის გაგება, მართლა აქვს, თუ არა რუსეთს გადაწყვეტილი მშვიდობის მიღწევა. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა განმარტა, რომ უკრაინა შეხვედრაზე არ იყო მიწვეული იმის გამო, რომ იგი დიდწილად მიეძღვნა რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივ ურთიერთობებს.
სახელმწიფო მდივანმა რუსეთს უწოდა “გლობალური ძალა”, რომელთანაც აუცილებელია დიალოგის შენარჩუნება სურს ეს ვინმეს, თუ არა. მან გაიხსენა, რომ შეერთებულ შტატებსა და სსრკ-ს ურთიერთობა „ცივი ომის“ ყველაზე უარეს წლებშიც კი არ გაუწყვეტიათ.
საუდის არაბეთში გამართული აშშ-რუსეთის მოლაპარაკების შემდეგ ორივე ქვეყნის დელეგაციები შეთანხმდნენ, „შეიქმნას საკონსულტაციო მექანიზმი აშშ-რუსეთის ურთიერთობებში “გამაღიზიანებლების” აღმოსაფხვრელად“, წლების განმავლობაში მიმდინარე დაძაბულობის შემდეგ.
მოლაპარაკების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ მხარეები „პრაქტიკულად შეთანხმდნენ“, რომ მათ უნდა გადაჭრან დიპლომატიური მისიების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები.

უკრაინასთან დაკავშირებით, მან აღნიშნა, რომ არსებობს გადაწყვეტილებების პოვნის „ორმხრივი სურვილი“ და რუსეთი დაელოდება შეერთებული შტატების წარმომადგენლების დანიშვნას..

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – თამაზ მთივლიშვილის გარდაცვალების მიზეზი თავის ტვინში სისხლჩაქცევები და შეშუპებაა, ორივე საფეთქელი დაზიანებული აქვს – ამოღებულია 38 ნივთმტკიცება, მათ შორის ბლაგვი საგანი, რომელიც მის წინააღმდეგ გამოიყენეს

სალომე ზურაბიშვილი – უსამართლობა საქართველოში: მშვიდობიან დემონსტრანტებს 300 000 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმების დაეკისრათ მაშინ, როდესაც ივანიშვილმა თავისი ნახატების კოლექცია ჩამოიტანა საბაჟო გადასახადების გარეშე