„მხოლოდ უკრაინის მთავრობას შეუძლია გადაწყვიტოს, დაიწყოს თუ არა რუსეთთან მოლაპარაკებები და როგორ დაასრულოს ეს ომი. მაგრამ მათ ეს ძალის პოზიციიდან უნდა გააკეთონ,“ განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ ლატვიის პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
„სწორედ ამიტომ უნდა გავაგრძელოთ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენა, რათა მათ საშუალება მივცეთ, ძალის პოზიციაზე იყვნენ, როცა ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ,“ დასძინა რიუტემ.
BBC-ის ცნობით, ჩრდილოატანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ასევე კომენტარი გააკეთა ნატოში უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივაზე. „ეს უკრაინისთვის არის ნატოში გაწევრიანების აუცილებელი გზა. ჩვენ „ხიდს“ ვაგებთ 40 მილიარდი ევროს გამოყოფით, ვისბადენში სამეთაურო [ცენტრის] შექმნით, ყველა შეთანხმებით, რომლებიც უკრაინასთან დავდეთ ორმხრივ დონეზე. ყოველივე ეს არის ინვესტიცია ნატოში უკრაინის მომავალში,“ თქვა რიუტემ.