კანადის პრემიერ-მინისტრის მარკ კარნის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპი აღარ ფიქრობს კანადის 51-ე შტატად გადაქცევის საკითხზე.
სიენენის“ ჟურნალისტის კითხვაზე, კვლავ საუბრობს თუ არა დონალდ ტრამპი კანადის ანექსიის შესახებ, კარნიმ უპასუხა: „ არა, აღარ. ის აღფრთოვანებულია კანადით. შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მას სურდა კანადა“.
კარნიმ ასევე ისაუბრა ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის თავდაცვითი ხარჯების გაზრდის შესახებ.
„პრეზიდენტი ფოკუსირებულია ორმხრივი ურთიერთობების შეცვლაზე. ჩვენ ვართ ნატო-ში. ის ფოკუსირებული იყო იმაზე, რომ ყველა წევრმა, კანადის ჩათვლით, გადაიხადოს თავისი წილი. ვფიქრობ, ახლა ამას ვაკეთებთ“,- აღნიშნა კანადის პრემიერ მინისტრმა.
კანადის პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზეც და აღნიშნა, რომ ამჟამინდელი პრიორიტეტი უნდა იყოს ძირითადი საკითხების მოგვარება, ცეცხლის შეწყვეტა, ჰუმანიტარული დახმარების სრული აღდგენა და მძევლების გათავისუფლება.
1tv.ge
