მარკ კარნი – ამერიკა კანადა არ არის

ამერიკა კანადა არ არის, კანადა არასოდეს იქნება ამერიკის ნაწილი რაიმე გზით, ან ფორმით, – ამის შესახებ კანადის „ლიბერალური პარტიის“ ლიდერის არჩევნებში გამარჯვებულმა მარკ კარნიმ განაცხადა.
„ამერიკელებს უნდათ ჩვენი რესურსები, წყალი, ჩვენი მიწა, ჩვენი ქვეყანა. დაფიქრდით. თუ წარმატებას მიაღწიეს, დაანგრევენ ჩვენი ცხოვრების წესს”, – აღნიშნა კარნიმ.
მან ასევე ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რასაც ქვეყანას -ის პრეზიდენტის, ს სატარიფო მუქარები უქმნის.
„ჩვენ არ მას წარმატების უფლებას ვერ მივცემთ. ჩვენ ძლიერი კანადა ვართ“, – განაცხადა კარნიმ და დასძინა, რომ აშშ-ის წინააღმდეგ დაწესებული საპასუხო ზომები ძალაში დარჩება.
„ზომები ძალაში დარჩება მანამ, სანამ აშშ არ შემოგვიერთდება თავისუფალი და სამართლიანი ვაჭრობის მიმართ სანდო და საიმედო ვალდებულებების აღებაში“, – აღნიშნა კარნიმ.
შეგახსენებთ, მარკ კარნიმ „ლიბერალური პარტიის“ ლიდერის არჩევნებში გაიმარჯვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჯასტინ ტრუდოს ჩაანაცვლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

რევაზ კიკნაძე – სამი დღე-ღამე ვიყავი კარცერში – ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩამიყვანეს, თვითონ გადაამეტეს და მე ჩამიყვანეს კიდევ, ამათმა კარცერში კი არა, კუბოში რომ ჩამიყვანონ, ჩემზე თავისუფლები ვერ იქნებიან

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს – უწყების ინფორმაციით, მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება ედება